როგორც ჩამჭრელ შეკითხვას ისე ვუპასუხო, თუ როგორ ჩვეულებრივ შეკითხვას? - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, თეა წულუკიანის აღიარებითი განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე. ბოლოს თალაკვაძემ თავად გადაწყვიტა რომ ეპასუხა "როგორც ჩამჭრელი შეკითხვისთვის".

თალაკვაძე ამბობს, რომ მაშინ, როცა დავა სტრასბურგში ინაცვლებს, მასში სახელმწიფო ერთვება:

რუსთავი 2-თან დაკავშირებით დავა თავიდან დაიწყო, როგორც კერძო სუბიექტებს შორის. შემდეგში მხარემ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. როდესაც მხარე მიმართავს სტარსბურგის სასამართლოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში დავა გრძელდება კერძო სუბიექტსა და სახელმწიფოს შორის. სახელმწიფო ინტერესების დასაცავად გამოდის იუსტიციის სამინისტრო" ამბობს თალაკვაძე.

დამატებით შეკითხვებს, ჩაერია თუ არა სახელმწიფო, როგორც მაშინ "ოცნება" ამტკიცებდა, "ორ კერძო სუბიექტს შრის" დავაში, პარლამენტს თავმჯდომარე გაექცა.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა რუსთავი-2-ის წამყვანებს მიმართა: "თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ   და დაამატა: "ამაში იუსტიციის ტიტანური შრომა დევს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი