სასამართლო კლანის ფილიალად იქცა - ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

გამოქვეყნდა:

სასამართლო კლანის ფილიალად ქცეული იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - ეკა ბესელია, კომიტეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ აცხადებს, რომ მისი საქმიანობაც ისეთივე ფორმალური იქნება, როგორც გადაწყვეტილება - მოადგილეების არჩევის შესახებ. კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთპარტიულ პარლამენტში მარტო დარჩენილ "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილებების მიღება ერპიროვნულად მოუწევს, სწორედ ასე ერთხმად, ყოველგვარი კითხვების გარეშე დაამტკიცეს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილიც.

"დღეს ეს კომიტეტი გადაქცეულია სასამართლო კლანის ფილიალად და ოხანაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ კომიტეტი, რომელსაც პრაქტიკულად პარლმენტის გენერატორს უწოდებდნენ, კლანის ხელში გახდა პირდაპირი ქვეუწყება. ეს კომიტეტი ვიდრე პარლამენტი არის ამ შემადგენლობის ის უბრალოდ ვეღარ შეასრულებს განსაკუთრებულს მისიას", - თქვა ეკა ბესელიამ. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ დრომდე ერთპარტიული პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები 11 დეკემბერს აირჩია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი