იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიის ლიდერის რანგში, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს, აღნიშნული გარემოება საკმარისი მიზეზი ხდება იმისთვის, რომ პარტიას რეგისტრაცია გააუქმდეს - კანონპროექტი ინიცირებულია და, როგორც დღეს, 17 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "ქართული ოცნების" ერთერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მომავალი კვირის ბოლომდე დამტკიცდება.
2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რაც, შესაძლოა, აღნიშნულმა ფაქტმა იქონიოს საარჩევნო პროცესზე.
შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად. ღრმად გვწამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე სხვა საკანონმდებლო ინიციატივებზეც ისაუბრა:
პარტიებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ