ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ირაკლი კობახიძის მუქარას ასრულება არ უწერია, რადგან დღეს ოპოზიციური სპექტრის ძირითადი მოთამაშეები საკმაოდ ძლიერნი არიან იმისთვის, რომ ამ მუქარას დაექვემდებარონ.
ენმ-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ენმ-მ უამრავი დაბრკოლება გამოიარა, ყველა შემთხვევაში კი გამარჯვებული და გაძლიერებული გამოვიდა. ის დარწმუნებულია, რომ ამჯერადაც ასე მოხდება.
"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა კი ამბობს, რომ "დღეს შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა" ვიხილეთ. მისივე თქმით, კობახიძის მიერ დაანონსებული ზომები არასამართლებრივია და ოპოზიცია კონსოლიდირდება, რათა "ოცნებამ" რეპრესიების გატარება ვერ შეძლოს.
საქართველოს მთავარი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლებასთან ყველანაირი მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, სანამ ევროკავშირი და საქართველოში აკრედიტირებული ელჩები არ დაგმობენ ირაკლი კობახიძის განცხადებაში დაანონსებულ ზომებს.
შეგახსენებთ, რეპრესიები და სხვა, ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე დააანონსა.
პარტიებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ