შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს, 17 დეკემბერს 2020 წლის ანგარიში წარადგინა. გომელაურის მტკიცებით, ქვეყანაში დანაშაულები წინა წელთან შეფასებით 10%-ით შემცირდა და მედიაში მცირე ინციდენტების აქტიურად გაშუქება ქმნის განცდას, რომ დანაშაული მომატებულია.
გომელაურმა, ასევე, განაცხადა, რომ ბანკებთან შეუიარაღებელი პოლიციელების დაყენება უკონტროლო სიტუაციას არ ნიშნავს.
"არასოწრად შუქდება, არის ოფიციალური ციფრები დაწყებული 2006 წლიდან დამთავრებული დღემდე სტატისტიკა და შეხედეთ, გაზდილია თუ დაკლეულია. მთავარი ხომ არის კრიმინალი, რომელიც დაკლებულია, მე სად დავაყენებ პოლიციელებს, როგორ დავაყენებ, ავტომატურად შეიარაღებულს თუ პისტოელეტებით, ეს არავის საქმე არაა, მე ვწყვიტავ ამას", - თქვა გომელაურმა.
გომელაურმა აღნიშნა, რომ პოლიცია არჩევნების დღეს სიმშვიდეს და წესრიგს იცავდა.
მან პრეზენტაციაზე, 2020 წლის დანაშაულების სტატისტიკა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, მაგრამ მისი მტკიცებით, ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცრიდა 10%-ით, შემცირდა ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობის მცდელობა, თუმცა მოიმატა:
რაც შეეხება მომავალ მინისტრთა კაბინეტს, გომელაურმა კითხვას, იქნება თუ არა ისევ მინისტრი უპასუხა, რომ რამდენიმე დღე დარჩა და უნდა დაველოდოთ.