ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სათავისო დასკვნები გამოიტანეს - რეაქცია კარლ ჰარცელის კომენტარზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის კარლ ჰარცელის კრიტიკული კომენტარიდან თავიანთთვის მოსაწონი და სასარგებლო დასკვნები გააკეთეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. 

უფრო კონკრეტულად, ოპოზიციას მიაჩნია, რომ კარლ ჰარცელმა პირდაპირ მოუწოდა "ქართულ ოცნებას", გადახედოს კანონპროექტს, რადგან ის მიიჩნევს, რომ კანონპროექტი მიმართულია ერთერთი ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ.

მმართველი პარტია, რაც უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ასევე კმაყოფილია ჰარცელის შენიშვნებით და ამბობს, რომ შეძლებს ევროკავშირის ელჩის დარწმუნებას ამ კანონპროექტის მიღების აუცილებლობაში. 

შეგახსენებთ, კარლ ჰარცელმა განაცხადა

ეს ინიციატივებიც არ უწყობს ხელს პროცესს და გულახდილად რომ გითხრათ შეშფოთებას იწვევს. პირველ კანონპროექტს, რომელიც პარტიის, რომელიც პარტიის სიიდან ამოღებას შეეხება, ვხედავ როგორც კანონს, რომელსაც ძალიან აშკარა მიმართულება აქვს წამყავნი ოპოზიციური პარტიების მიმართ.

სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება ცნობილი, დაიხევს თუ არა უკან მმართველი პარტია და გადახედავს თუ არა საკუთარ პოზიციას ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ კანონპროექტთან მიმართებაში.

ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა სენატორმა ჯიმ რიშმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ.

აქვე გეტყვით, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:

  • სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
  • პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
  • იგივე  პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
  • რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც არასაპატიო მიზეზით არ დაესწრებიან არცერთ პლენარულ სხდომას ერთი თვის განმავლობაში.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი