"ტიკარაძე მკვლელო" - საპროტესტო აქცია ბოჭორიშვილის კლინიკასთან

გამოქვეყნდა:

"ჯანდაცვის მინისტრი მკვლელია" - ამ ლოზუნგით დახვდნენ ეკატერინე ტიკარაძეს ბოჭორიშვილის კლინიკის ეზოში, სადაც ის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ხვდებოდა. აქციაზე მყოფ სამოქალაქო აქტივისტებს მინისტრთან შეხვედრასა და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსზე შეკითხვების დასმა სურდათ, თუმცა ეკატერინე ტიკარაძემ, გაძლიერებული დაცვის თანხლებით ტერიტორია ისე დატოვა,რომ სამოქალაქო აქტივსტებისთვის პასუხების გაცემა არ ისურვა. 

ტიკარაძის ყოველი დღე თანამდებობაზე ნიშნავს მეტი ქართველის სიკვდილს, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ და მომავალი "მთავრობა", რომელიც არალეგიტიმურია, თუ დაამტკიცებს ისევ ტიკარაძეს ჩვენ ვიქნებით ყოველ დღე და შეიძლება კარვებიც გავშალოთ ჯანდაცვის სამინისტროსთან",- ამბობს  აქტივისტი ნიკა ნარსია. 

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ბოჭორიშვილის კლინიკიდან ეკატერინე ტიკარაძის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლეს, სადაც მას წარწერები დაუტოვეს და ჯანდაცვის მინისტრს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ეს ქვეყანა არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის.

თემასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ნახოთ:

მზარდი ციფრების მიუხედავად, ლეტალობა დაბალია – ტიკარაძე COVID-19-ით გარდაცვლილებზე

რომ არა ჯანდაცვის კოლაფსი, ცოცხლები იქნებოდნენ - ტიკარაძის მართული უწყება ჩამოშლილია

ეკატერინე ტიკარაძე "ოცნების" შემომწირველ კომპანიას ბიჯეტიდან 83 093 ლარს უხდის

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი