მინისტრთა კაბინეტის მოსმენის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები აქციებს აანონსებენ

გამოქვეყნდა:

ხმაურის ფონზე ჩაივლის მინისტრთა კაბინეტის უცვლელი შემადგენლობის მოსმენა პარლამენტში -  სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შესასვლელებთან შეიკრიბებიან.

აქციის მონაწილეები სხდომების პარალელურად, დემონსტრაციებს აანონსებენ, თუმცა თბილისი არ იქნება პროტესტის ერთადერთი ეპიცენტრი.

კარვებს დემონსტრანტები საქართველოს დიდი ქალაქებშიც დადგამენ და ამით მხარდაჭერას გამოხატავენ აქტივისტების მიმართ, რომლებიც ერთპარტიული პარლამენტს მშვიდად მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანის" თავმჯდომარე, დავით ნებიერიძე, ამბობს, "დღეს დაიწყება ხელისუფლების უზურპაციის დასკვნითი ეტაპი". 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან პარლამენტი წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენას იწყებს

ცნობისთვის, ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი