ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

გამოქვეყნდა:

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ვაქცინაცია რამდენიმე საათით ადრე ჩაიტარა მისმა მეუღლემაც.

"ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ ადამიანები მზად იყვნენ, რომ როცა მზად იქნება - გაიკეთონ ვაქცინა. სანერვიულო არაფერია"- თქვა არჩეულმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებეთ, პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღის წინ, მოქმედი ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსიც აიცრა

გეგმის მიხედვით, შტატებში თვის ბოლომდე 20 მილიონი ადამიანი აიცრება, მარტისთვის კი აშშ-ში ვაქცინის 100 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი, რაც 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვისაა საკმარისი.

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ  18 მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, სულ დადასტურებულია 18,376,376 შემთხვევა,  აქედან ახალია 102,769, ჯამში კი გამოჯანმრთელებულია 10,712,821 ადამიანი.

მსოფლიოს მასშტაბით, ამ დროისათვის კორონავირუსის 77,567,372 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი