ბადრი ესებუასთან ერთად, გულუაც იძებნება - მისი ოჯახი ესებუასთან მეგობრობას არ ადასტურებს

გამოქვეყნდა:

სამგერელო ზემო სვანეთის პოლიცია, ბადრი ესებუასთან ერთად, ახლა უკვე შალვა გულუასაც ეძებს.

გულუა იმ ავტომობილის მფლობელია, რომლითაც, არსებული ვერსიით, სოფელ ყულიშკარში ბადრი ესებუა გადაადგილდებოდა ან მასთან გულუას საკვები მიჰქონდა. 

გულუას ოჯახის წევრები პოლიციაში უკვე დაკითხეს; მათი ინფორმაციით, შალვა გულუა კომენდანტის საათის დროს, ოჯახის წვერების გაუფრთხილებლად, საკუთარი მანქანით სანადიროდ წავიდა და სახლში მობილური ტელეფონი დატოვა. 

"ისინი [ესებუა] შორს ცხოვრობენ, არაფერი კონტაქტი არ ჰქონდა მაგათთან. დისტრიბუციაში მუშაობს, სამხედრო არაა. საშვი ჰქონდა. საერთოდ არ უნახავს ესებუა და რაში მოეხმარებოდა. ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ზედმეტი რამე რომ გაეკეთებინოს. ზღაპარია, არ ვიცი რა მოხდა", - ამბობენ გულიას ოჯახის წევრები.

ცნობისთვის, ბადრი ესებუა, ერთერთი ვერსიით, სოფელ ყულისკარში გუშინ, 21 დეკემბერს შალვა გულუას ავტომანქანით გადაადგილდებოდა. კომენდანტის საათის დროს ადგილობრივებმა სროლისა და შეჯახების ხმა გაიგეს, თუმცა მომხდარის დეტალები არავინ იცის. მანქანას ეტყობა ნატყვიარი და მოხსნილი აქვს ნომრები.

ბადრი ესებუას ბიძა ადასტურებს, რომ გაქცეული თავდამსხმელი შალვა გულიუას და მის ოჯახს კარგად იცნობდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას თვეზე მეტია ეძებსთავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.

ცოტა ხნის წინ,12 დეკემბერს პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, უნდა შეხვედროდა, რასაც ოჯახი უარყოფს.

ბიძინა ესებუას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი