ძალოვნების მოსმენა და კრიმინალის გამო ოპოზიციის კრიტიკა - ცალკარობანა ერთპარტიულ პარლამენტში

გამოქვეყნდა:

ერთპარტიულ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ძალოვან უწყებათა მინისტრებს უსმენდნენ და შიგადაშიგ, ისევ ოპოზიციას აკრიტიკებდნენ, მაგალითად, კრიმინალის გამო. ძალოვნები არ აღიარებენ, რომ კრიმინალური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესდა და ამის დასამტკიცებლად მათსავე სტატისტიკას იშველიებენ. 

ამ გამოსვლებს კი წინ უძღოდა მოხსენებელთა სამსაათიანი ქება-დიდება, როცა "ოცნების" დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს ხმამაღლა და ერთხმად აქებდნენ. მაგალითად, დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა მოითხოვა, რომ "ერთგვარ ტრადიციად დაინერგოს", საზოგადოებამ გაიგოს, თუ რას აკეთებს ხელისუფლება. 

"იმდენი რამე გაგიკეთებიათ, ეს როგორ არ ვიცოდით", - ასე მიმართა მიხეილ ჩხენკელს ზავრადაშვილმა. 

იმდენი რამე გაგიკეთებიათ, რომ ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, ეს არის, რატომ არ იცის ეს ხალხმა. იქნება რაღაც კულტურად დავნერგოთ, რომ თვის ბოლოს საზოგადოებამ გაიგოს, თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო, - თქვა დეპუტატმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მისამართით და ეკატერინე ტიკარაძესაც მიმართა: "რასაც თქვენ აკეთებთ, მართლაც გმირობის ტოლფასია და განსაკუთრებით, თქვენ, ქალბატონო ეკა".

გამომსვლელთა შორის იყო შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური, რომელმაც თქვა, რომ შარშანდელთან შედარებით, დანაშაული, ჯამში 10% შემცირდა. გომელაური აღიარებს, რომ რიგი დანაშაულებისა მომატებულია, მაგალითად კი კიბერდანაშაულს, ოჯახში ძალადობასა და მკვლელობას ასახელებს, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ მკვლელობა "7 ფაქტით მეტია". 

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი