ამ "მშვიდობის დაბრუნებას" რუსული ჯარები ახორციელებენ - იან კელის პასუხი ზურაბიშვილს

გამოქვეყნდა:

"რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის პოპულარიზაცია, როდესაც ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს უნდა მიეცეთ ხმა თქვენს რეგიონალურ საქმეებში?"- ასე ეხმაურება Twitter-ზე საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, იან კელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის "ელჩების კონფერენცი 2020-ზე"  სიტყვით მიმართვას.

"კონფლიქტი კავკასიაში დიდი გამოწვევა იყო ჩვენი რეგიონისთვის, ამავდროულად მშვიდობის დაბრუნება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ჩვენ რეგიონში ყველასთვის. საქართველოს დროშა არ შეიძლება იყოს პასიური კავკასიის პლატფორმაზე, ჩვენი ისტორიული როლი იყო და არის ყველას ერთად შეკრება. ვიმედოვნებ, რომ 2021 იხილავს ამაში ჩვენს აღორძინებას", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

ამ "მშვიდობის დაბრუნებას" რუსული ჯარები ახორციელებენ - დაწერია იან კელიმ. 

პრეზიდენტმა თავის გამოსვლა კონფერენციაზე, გიორგი გახარიასთვის მადლობის გადახდით დაიწყო და კიდევ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის მიმართვას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი