არგუმენტი არაა, რომ 4 შვილს 4 ბინა უყიდე, მე-5 გრჩება და ამის გამო მიწას იტაცებ - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახი კალაძე ისევ ამტიკცებს, რომ სამგორში თუ აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწებზე მცხოვრებ მოქალაქეებს სხვა საცხოვრებელი ფართები აქვთ. მისი თქმით, არგუმენტი, რომ 4 შვილ 4 ბინა უყიდეს და მე-5 რჩებათ, ამის გამო კი მიწას იტაცებენ არაფერში ჯდება. ფაქტის დასამტკიცებლად, კალაძემ ამჯერადაც მთავრობის სხდომაზე რამდენიმე პირის ქონება ჩამოთვალა.

"ირკვევა, რომ ბევრ მათგანს, ამ ადამიანებს ვინც იტაცებს სახელმწიფო მიწებს, აქვთ სახლები, არაერთი, სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში, მათ შორის დედაქალაქშიც და არაერთი. მაგრამ ის ვერ იქნება არგუმენტი, რომ მე შევძელი, 4 შვილს 4 ბინა ვუყიდე, მაგრამ მე-5 ისე მრჩება და მიწა უნდა მივიტაცო სახელწმიფო. ეს დამოკიდებულება და მიდგომები არაფერში არ ჯდება. ღმერთმა ყველას შეაძლებინოს და ოთხი კი არა ასი ბინა აყიდინოს, მაგრამ, როცა არგუმენტად მოგყავს, რომ ითხი ბინის ყიდვა შეძელი, მეხუთე შვილი ფორტეპიანოზე უკრავს თუ არ ვიცი, საქსაფონზე უკრავს, მეზობლებს აწუხებს და ამის გამო მიწას იტაცებ, ეს არაფერში არ ჯდება", - თქვა კახი კალაძემ.

კალაძის განცხადებით, უკვე 1 300-ზე მეტ ოჯახს დაეხმარენ და ფართები სიმბოლურად 1 ლარად დაუკანონეს. მისი თქმით, ეს 2017 წელს მისი დაპირება იყო და ადამიანებს, რომლებსაც ფართი მართლაც არ აქვთ, დაეხმარებიან.

კალაძემ დღეს, 23 დეკემბერს ასევე განაცხადა, რომ დაუშვებელია სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით.

მისივე აზრით, თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს მიწის მიტაცებას და უკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებას ვერ გაამართლებს.

შეგახსენებთ, რომ მერიამ თვალჭრელიძის ქუჩაზე ნგრევა დღეს, 23 დეკემბერს, დილის 7 საათზე განაახლა. საუბარია 7 ნაგებობაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინპექციის შეფასებით უკანონოა. სახლების დემონტაჟზე ინსპექციამ მოსახლეობას 4 დღე მისცა. 

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს,  მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალირომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

15 დეკემებრს  ე.წ. აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკის გამოყენებით 12 მშენებარე სახლი დაანგრიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი