არჩევნებამდე ხმები უნდოდათ, ახლა აღარ ვართ საჭირო - თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებულები

გამოქვეყნდა:

სამგორში, თვალჭრელიძის ქუჩაზე სპეციალური ტექნიკა დაახლოებით, დილის 7 საათზე გამოჩნდა. ადგილზე ტექნიკამ 7 უკანონო ნაგებობა დაანგრია, მათგან 5 აუშენებელი იყო, 2 კი თითქმის დასრულებული. ადგილზე დაინგრა და-ძმა ფიფიების ოჯახების სახლები, ისინი აფხაზეთიდან დევნილები არიან. მოქალაქეები ამბობენ, რომ ბინები სახელმწიფომ მათ მართლაც დაუკანონა, თუმცა პრობლემების გამო დღესდღეობით იქ ამ ორი ოჯახიდან არცერთი ცხოვრობს.

"ერთი ეთქვათ ვიღაცას, რომ არ გააკეთოთ, თორემ ესე გიზამთ, რო ეთქვათ, გიჟები კი არ ვართ ბოლოს და ბოლოს. ახლა, თორე მანამდე არაფერი, ახლა 17-ში მოვიდა გაფრთხილების ფურცლები მიაკრეს კედლებზე", - ამბობს ვახტანგ ფიფია.

ადგილიდან გამოსახლებულები ყვებიან, რომ სახლებში ჯერ კიდევ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ეძინათ, როცა ინსპექციის სამსახურმა მათ ფართის დატოვება მოსთხოვათ.

"მაშინ ხმები უნდოდათ, არჩევნები რომ ჩატარდა მორჩა, აი მეორე დღეს რა გააკეთს, აწი არ უნდათ ხალხი, არ ვართ ჩვენ საჭირო. წუხელ მოვიდნენ და ბავშვები შიგნით რომ იყვნენ ისე, დაშალეს, დაზიანებით არავინ, გამოუყრიათ ბავშვები მძინარეები და აი თქვენც ხედავთ რა დღეშია სახლი", - ამბობს ადგილზე მცხოვრები.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა EMC, რომელიც აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ საცხოვრისად გამოყენებული უნებართვო შენობების ამ ფორმით დემონტაჟი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ნაგებობებში არ ცხოვრობენ ოჯახები, ზრდის ოჯახების საცხოვრებლის უფლების დარღვევის რისკებს.

რაც შეეხება მერს, კახი კალაძემ დღეს, 23 დეკემბერს ასევე განაცხადა, რომ დაუშვებელია სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით. მისივე აზრით, თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს მიწის მიტაცებას და უკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებას ვერ გაამართლებს. 

მისივე განცხადებით, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ უკანონო მშენებლობებთან მერიის თანამშრომელს აღმოაჩნდა კავშირი.

შეგახსენებთ, რომ მერიამ თვალჭრელიძის ქუჩაზე ნგრევა დღეს, 23 დეკემბერს, დილის 7 საათზე განაახლა. საუბარია 7 ნაგებობაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინპექციის შეფასებით უკანონოა. სახლების დემონტაჟზე ინსპექციამ მოსახლეობას 4 დღე მისცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი