სამგორში უკანონო მშენებლობებთან კავშირი მერიის თანამშრომელს აღმოაჩნდა - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, სამგორში თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებასთან კავშირი მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს აღმოაჩნდა. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდა, ასევე, სხვა მოქალაქეებს. ასევე, უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არავისთან მიმართებაში არ ვაპირებთ უკან დახევას. ყველა, ვინც ჩადის უკანონობას, ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - თქვა კახი კალაძემ.

კალაძემ დღეს, 23 დეკემბერს ასევე განაცხადა, რომ დაუშვებელია სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით. მისივე აზრით, თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს მიწის მიტაცებას და უკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებას ვერ გაამართლებს.

შეგახსენებთ, რომ მერიამ თვალჭრელიძის ქუჩაზე ნგრევა დღეს, 23 დეკემბერს, დილის 7 საათზე განაახლა. საუბარია 7 ნაგებობაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინპექციის შეფასებით უკანონოა. სახლების დემონტაჟზე ინსპექციამ მოსახლეობას 4 დღე მისცა. 

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს,  მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალირომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

15 დეკემებრს  ე.წ. აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკის გამოყენებით 12 მშენებარე სახლი დაანგრია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი