მოლები დახურული სივრცეა, მეტად ვრცელდება ვირუსი... - "ლილოს" მოვაჭრეები აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

"ლილოს" ბაზრობის მოვაჭრეები აქციას მართავენ. მათთვის შერჩევითი და მიუღებელია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება - რომლითაც 24 დეკემბრიდან მოლები იხსნება, მაგრამ ბაზრობები არა - და ამბობენ, რომ ღია სივრცეში ვირუსის გადადების ნაკლები შანსი არსებობს. 

"არაკანონიერად მიგვაჩნია, რომ იხსნება მარტო მოლები. მოლები დახურული სივრცეა, მეტადაა ვირუსის გამავრცელები, ვიდრე ბაზრობები. ჩვენც გვინდა არსებობა, ოჯახების შენახვა", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე. 

"თუ იხსნება, მაშინ ყველა გავიხსნათ, თუ არა და, ყველა დავიკეტოთ. ცუდ დღეში ვართ... ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს", - თქვა ერთერთმა მოვაჭრემ. 

 "ლილოს" გარდა, პროტესტს გამოთქვამენ "თერგის" ბაზრობის მოვაჭრეებიც. ისინი საუბრობენ ზარალსა და შეზღუდვის გამო გაზრდილ ვალზე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ბაზრობები არ იხსნება; არგუმენტი ისაა, რომ "ბაზრობების ადმინისტრაციას გაუჭირდება მართვა ერთიანად და ამ პასუხისმგებლობის აღება".

ამ ფონზე, 24 დეკემბრიდან ნებადართულია მოლების გახსნა, თუმცა ახალი რეგულაციებით.

რა იხსნება და რა არ იხსნება 24 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით - სრულად

ცნობისთვის, სამეცნიერო კვლევები ცხადყოფს, რომ ღია სივრცეში კორონავირუსის გავრცელების ძალიან ცოტა შემთხვევა გამოვლინდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი