დღეს ერთპარტიული პარლამენტის ერთადერთმა ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მოუსმინა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად სამთავრობო პროგრამის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს, შესაბამისად გიორგი გახარიას ოპონენტების კითხვების მოსმენა არ მოუწია, გახარიამ მოსმენაზე თქვა, რომ არ ესმის რატომ არ შედის ოპოზიცია პარლამენტში.
"საქართველოს ისტორიაში პირველად მივიღეთ 9 პოლიტიკური გაერთიანება და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი, მე უბრალოდ არ მესმის რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს. საპირისპირო მხრიდან იყოს აშკარად პროცესი სახელმწიფოს დელეგიტიმაციის, რომელიც დღეს ყოველდღიურად გრძელდება. ვერავის ჩვენ ვერ ვაიძულებთ რომ იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და განახროციელოს ის მანდატი, რაც დააკისრა საქართველოს მოქალაქემ, ეს მათი პოლიტიკური არჩევანის საკითხია." – თქვა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გახარიამ
გიორგი გახარიას გარდა, დღეს ერთპარტიულ პარლამენტში მთავრობის სხვა წევრებსაც უსმენდნენ.
გახარიამ მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობასთან ერთად სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" წარადგინა.
ერთპარტიულ პარლამენტში "ოცნება" მინისტრთა კაბინეტს ოფიციალურად ორ დღეში გაიფორმებს.
ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება - გიორგი გახარია ერთპარტიულ პარლამენტს.
აქტივისტებმა გახარია დღეს პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნისა და შეძახილ "მონას" ფონზე შეუშვეს.