რატომაა მომხიბვლელი გეგმა, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს საზღვრებზე? - ბენ ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, იან კელის, ტვიტს, სადაც დიპლომატის აინტერესებს, რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს კავკასიური პლატფორმის პოპულარიზაცია, როდესაც ეს ნიშნავს, რეგიონალურ საქმეებში რუსეთისა და ირანის ჩარევას, ეხმაურება და ტვიტერზე წერს: 

"შეცდომა... განა საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა წარმოადგენდეს სუვერენულობას? რატომაა საქართველოსთვის მომხიბვლელი გეგმა, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს საზღვრებზე? რატომ რთავას ნებას საქართველო, თავის საჰაერო სივრცის გავლით სომხეთში "რუსი სამშვიდობოების" გადაფრენას, როცა რუსეთის ჯარებს ქართული მიწა ოკუპირებული აქვთ?" - დატვიტა გენერალმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა "ელჩების კონფერენცი 2020-ზე" კავკასიის სტაბილურობაზე ისაუბრა.

"კონფლიქტი კავკასიაში დიდი გამოწვევა იყო ჩვენი რეგიონისთვის, ამავდროულად მშვიდობის დაბრუნება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ჩვენ რეგიონში ყველასთვის. საქართველოს დროშა არ შეიძლება იყოს პასიური 'კავკასიის პლატფორმაზე', ჩვენი ისტორიული როლი იყო და არის ყველას ერთად შეკრება. ვიმედოვნებ, რომ 2021 იხილავს ამაში ჩვენს აღორძინებას", - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ამ ინიციატივის მიმართ კრიტიკული განცხადებები, არა მხოლოდ დასავლელი პარტნიორების, არამედ ოპოზიციის მხირდანაც გაკეთდა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი