შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სითი მოლმა, მკაცრი რეგულაციების შესრულება რობოტის დახმარებით დაიწყო. City Mall-ში რობოტი პეპერი დაგვიანებით მინივდა, ის ვიზიტორების ნაკადს, მათი ტემპერატურისა, და მომხმარებელთა რაოდენობას გააკონტოროლებს.
"პეპერი ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად უზრუნველყოფს რეგულაციების დაცვას, გააკონტროლებს რიგებს, დისტანციას, პირბადეებს, ასევე აქვს ფუნქცია, რომ მომხმარებელს უთხრას სად, რომელი ბრენდი მდებარეობს", - ამბობს "სითი მოლის" წარმომადგენელი, სოფო ელოშვილი
უკვე სამი საათია სავაჭრო ობიექტებმა მუშაობა განაალხეს, თუმცა, მოლები დილიდან უკვე გადატვირთულია. მთავრობამ სავაჭრო ობიექტებს მხოლოდ ერთი კვირით, მუშაობის უფლება მისცა, ისიც შეზღუდული დროითა და კონკრეტული წესებით. 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა შევიდეს. თუ სავაჭრო ცენტრები დადგენილი წესებიდაან, რომელიმეს მაინც დაარღვევენ ადმინისტრაციული წესით, 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.
აქვე გეტყვით, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება. კერძოდ,