"ოცნების"კითხვები გახარიას: ფაროსანაზე, ქუჩის მწვრთნელზე, კულტურის დიპლომატიაზე, განათლების მიასიაზე

გამოქვეყნდა:

ერთპარტიულ პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატები პრემიერობის კაბდიდატ გიორგი გახარიას კითხვებს უსვამდნენ - პოსტპანდემიურ პერიოდში რეგიონში საქართველოს უპირატესობაზე, კულტურის დიპლომატიაზე, ფაროსანას წამლისა და განათლების მისიაზე. 

დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ პრემიერი დალოცა: 

ბეჟან წაქაძე: მართლაც, ურთულესი პერიოდია, ურთულეს პერიოდში გვიწევს და მოუწევს მთავრობასაც მუშაობა, უფალი იყოს თითოეული თქვენგანისა და სრულიად საქართველოს მფარველი

ექიმი და დეპუტატი ლადო კახაძე კი ამბობს რომ მას კარგზე ფიქრის დრო არ აქვს და სახელმწიფოში ჰოლდინგის გაძლიერების პროგრამაზე სვამს კითხვას: 

ლადო კახაძე: მე, როგორც ექიმს, კარგზე ფიქრის დრო არა მაქვს. ყველა ექიმი ფიქრობს გართულებაზე, რამე არ დაგვემართოს და ვიფიქროთ წინასწარ, აუცილებლად, და ეს სამარქაფო პოტენციალი შევუქმნათ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ერთი დახმარება მინდა გავუწიოთ კერძო სექტორს — სახელწიფო სტრატეგიული, სახელმწიფო კომპონენტი, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერება, იმიტომ, რომ ახლა ბიოლოგიურ შეტევას გავუძელით. ღმერთმა დაგვიფაროს და მოხდეს სტიქიური გამოწვევა, მოხდეს სხვა კონფლიქტები, მედიცინას სჭირდება სახელმწიფოს გვერდზე დგომა. ჩემი შეკითხვა ასეთია თქვენ მიმართ — როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერების კომპონენტზე, როგორც ინფრაქტრუქტურულ, ისე მის საკადრო პოლიტიკაზე. იმიტომ რომ, ჩვენ, მე, როგორც ექიმი, წინათ ვამბობდი — პაციენტი, პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ, ამ სიტყვას დაემატა "პოტენციური". პოტენციური პაციენტები ვართ სულ ყველანი. ამიტომ, მედიცინაში ფული უნდა ჩაიდოს არა გაკეთებულ საქმეში, არამედ გასაკეთებელ საქმეში და ეს გასაკეთებელი საქმე შეიძლება ბევრი ჰქონდეს მედიცინას.

პიანისტი და ახლა უკვე ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი ელისო ბოლქვაძე კულტურის დიპლომატიითაა დაინტერესებული:  

ელისო  ბოლქვაძე -მე მაქვს ერთი შეკითხვა, რაც შეეხება კულტურულ დიპლომატიას, განიხილავთ თუ არა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კულტურული დიპლომატიის როლს ქვეყნის განვითარებაში და თუ არსებობს მთავრობის გეგმა, ან თუ გეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობას. 

დეპუტატი კახა კახიშვილი, მერიის მიერ გაკეთებულ სკვერებს იწონებს და ქუჩის მწრთვნელის ინსტიტუზე საუბრობს, იმისთვის რომ ქვეყანამ მეტი ტალანტი აღმოაჩინოს: 

კახა კახიშვილი: მინდა, გთხოვოთ, იქნებ, რამე გეგმა გვქონდეს ქუჩის სპორტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მერია ბევრ სკვერსა და სტადიონს აშენებს თბილისის უბნებში, მაგრამ ამავდროულად, ცუდი არ იქნება, თუ რაღაცნაირად ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება. არ არსებობს, სადაც არის სკვერი და სტადიონი, იმ კორპუსში მწვრთნელი არ ცხოვრობდეს. რაღაც სიმბოლური თანხით თავის ბავშვებს ამეცადინებდეს საღამოობით და ეს იქნება კარგი და უფრო მეტ ტალანტს აღმოვაჩენთ, მე ვფიქრობ.

 დეპუტატმა ამილახვარმა განათლებაზე იკითხა - მის მნიშვნელობაზე და აქვე დასძნა, რომ "საკმაოდ დიდია ინტერესი და მოთხოვნა უცხოელი სტუდენტების მიმართ საქართველოში განათლების მიღებისა".  რადგან მისივე აზრით: "საქართველო რეგიონში ნამდვილად ერთერთი გამორჩეულია, ვინც პირველმა დანერგა ევროპასთან თავსებადი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, შესაბამისად სრული კონკურენტული უპირატესობაც აქვს ობექტურად შექმნილი"

გიორგი ამილახვარი - განათლებიდან მექნება ორი კითხვა;  ჩვენი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდიანრე, როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს განათლების მისია? როგორი პიროვნების აღზრდა გვსურს ჩვენ? 

დეპუტატი მეძმარიაშვილი კი სპორტმენებისთვის და დაგეგმილი ოლიპიადისთვის, ასევე 2024 წლისთვის სპორტული რეაბილიტაციის ცენტრის შემქნას სთხოვს გიორგი გახარიას: 

ირაკლი მეძმარიაშვილი - მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტუალური არის და სასარგებლო იქნება სპორტული მედიცინის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა... ჩვენი სპორტსმენები ოპიერაციებზე მიდიან საზღვარგარეთ, რატომ მიდიან, იმტიომ კი არა, რომ ჩვენ ცუდი ქირურგები გვყავს, ჩვენ არ გვაქვს რეაბილიტაცია, ამ ცენტრის მშენებლობა და მისი ამუშავება იქნება აი ამ დიდი შედეგების გარანტია... ჩემი თხოვაა, რომ იქნებ 2021 წელს მოვემზადოთ აქტიურად, ყველანაირად: ჩართვით ჯანდაცვის, განათლების და სპოტრის, ფინანსთა სამინისტროების ჩართვით, მოვამზადოთ ყველანაირი დოკუმენტაცია და 2022 წელს გავითვალისწინოთ ბიუჯეტში და დავიწყოთ მისი მშენებლობა, რამეთუ 2024 წელს კიდევ იქნება ოლიმპიადა და ეს დოპინგ ლაბორატორიისა და სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ჩვენ ძალიან გამოგვადგება, სპორტსმენებს

დეპუტატი მირზოევი კი წუხილით იხსენებს, რომ გახარიას წინამორბედთანაც ისაუბრა აზერბაიჯანული თეატრის პრობლემებზე, თუმცა ეს საუბრი უშედგო იყო: 

სავალან მირზოევი - თბილისის აზერბაიჯანულ თეატრთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, ძალიან მძიმე პირობებში დასის თანამშრომლებს უწევთ ვარჯიში, სპექტაკლების დადგმა ძალიან სამწუხაროა, რომ მე ამ საკითხთან დაკავშირებით მეორედ მიწევს ამ თემის წამოწევა ამ ტრიბუნიდან, თქვენს წინამორბედთან გვქონა ამ თემაზე ორჯერ საუბარი უშედეგოდ. გთხოვთ, ამ მიმართულებითაც გვითხრათ, რას ფიქრობთ, რა გეგმები გაქვთ, რამე სიახლე არის თუ რა ამ მიართულებით.  

დეპუტატი ლაშხი ყურადღებას გენდერულ საკითხებზე ამახვილებს: 

მარიამ ლაშხი  - კითხვა გენდერთან დაკავშირებით მექნება,  სამწუხაროდ სახელმწიფო პროგრამაში მხოლოდ ძალადობის კომპონენტში არის სახსენები გენდერული საკითხი და მნიშვნელოვანია მოვისმონით სახლემწიფო ხედვა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, დიდ მალდობა. 

დეპუტატი ლაცაბიძე ეკოლოგიის გაუმჯობესაბასა და გარემოს მავნე ნივთიერებების გაცვისკენ მოუწოდებს პრემიერს: 

ნინო ლაცაბიძე - მე კითხვა მექნება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ... ცვლილებების მიზანი არის ის, რომ შევამციროთ და შევზღუდოთ მავნე ნივთიერებების ზემოქმედება, როგორც გარემოზე ასევე ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ამას უკვე ხანგრძლივი პერსპექტივაში ექნება ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივი გაუმჯობესება: რუსთაშვი, გარდაბანში და ყველა დიდ ქალქში, სადაც დიდი სამრეწველო ობიექტებია განთავსებული. ასევე დადებითად უნდა შეფასდეს, რომ ისიც, რომ ჩნდება ახალი მიზნობრივი გარემოს დაცვითი პროგრამა, რომელსაც თავისი კონკრეტული და მკაფიო მიზნები გააჩნია, სწორედ, გარემოს დაცვით პროგრამასთან დაკავშრირებით, საინტერესოა როგორ წარმოგიდგენიათ, მომავალში, უკვე ამ პროგრამის შემდგომი განვითარება, ამაზე იქნება საინტერესო თქვენი მოსაზრება უფრო დეტალურად. 

დეპუტატი მოწერელია, ფაროსანასთან ბრძოლის გაგრძელებას ითხოვს:

ალექსანდრე მოწერელია - ყველასათვის ცნობილია სახელმწიფოს წარმატება ფაროსანასთან ბრძოლაში, ასევე თქვენი დიდი წვლილს ფერმერთა ასოცაციისათვის დახმარების გაწევის: შესაწამლი აპარატებით, ტრენინგებით და ჩვენ წელს მივიღეთ გარანტირებული მოსავალი და ამ პანდემიის ეკონომიკური კრიზისის დროს უკვე ექსპორტირებული არის 13 ათასი ტონა, რაც დაახლოებით შეადგენს 80 მილიონ დოლარს, ჩვენი რეგიონისთვის და არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონისთვის, გურიისთვის, იმერეთისთვის, ასევე აჭარისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია ფაროსანასთან ბრძოლის გაგრძელება, ვინაიდან ეს პრობლემა ჯერ კდიევ, ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. შევძლეთ თუ არა ჩვენ ამ პირობებში გავაგრძელოთ ეს პროგრამა და რა მასშტაბით?  

საკრებულოს ყოფილი და ახლა უკვე ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი დავითულიანი კი რეგიონში საქართველოს უპირატესობის შესახებ ინტერესდება, პოსტ-პანდემიურ პერიოდში: 

ბექა დავითულიანი - პოსტ პანდემიურ პერიოდში რა კონკურენტული უპირატესობა გვაქვს ჩვენ, როგორც ქვეყანას, როგროც სახელმწიფოს ამ ვითარებაში და ამის პარალელურად თუ გვაქვს რაიმე კვლევა ჩატარებულები, რეგიონების პოტენციალების გამოსავლენად, რომ ვაქციოთ ესენი საინვესტიციო პაკეტებად და პროაქტიულად შევთავაზოთ პოტენციურ ინვესტორებს. სხვაგვარად, მე მგონია, რომ ორდინალური მიდგომებით გაგვიჭირდება მოზიდვა და იმ თანხმების, რაც დასჭირდება, როგორც პოსტპანდემიურ  პერიოდში კრიზისიდან გამოსვლას, ასევე გაგვიჭირდება ევროკავშირში განაცხადის გაკეთებისთვის იმ ეკონომიკური მაჩვენებლების დაფიქსირება, რაც სჭირდება ამას. 

 დეპუტატი ბერაძე 190 ლარიან სამომხმარებლო კალათის გადახედვით დაინტერესდა ინფლაციის პირობებში: 

რიმა ბერაძეროგორც თქვენთვის ცნობილია, სახელმწიფოს მიერ დადგენილია სამომხმარებლო კალათი, რომლის ღირებულება შეადგენს 190 ლარს და რომელიც, თავის მხრივ, 320 აუცილებელ პროდუქტს გულისხმობს. როცა არის ლარის კურსის ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, როცა ეროვნული ბანკი 2021 წელს აანონსებს 3%-იან ინფლაციას, შესაბამისად, იზრდება ფასები და ფასების ზრდასთან დაკავშირებით, მძიმეა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა. ფიქრობთ თუ არა, რომ საჭიროა გადაიხადოს სამომხმარებლო კალათის დღეს არსებული დადგენილი ზღვრული ნორმა?

ოცნების კიდე ერთი ქალი დეპუტატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდული სააგენტოების გაძლიერება: 

თამარ ტალიაშვილი: ქართველი ახალგაზრდობა არის ის ფლაგმანი, რომელიც მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს საქართველოს პროატლანტიკურ მისაწრაფებეს. ამ თვალსაზრსით ხომ არ ფიქრობთ, რომ მთავრობის ახალგაზრდული სააგენტოს გაძლიერების საჭიროება დგას?

თავის მხრივ გიორგი გახარია კითხვებს ახლა უპასუხებს. იქამდე კი მან თავის გამოსვლაში ოპოზიციას მიმართა და თქვა : თუ არ გვეხმარებით ძალზედ მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით.

ასევე ოპოზიციაზე საუბრისას პრემიერობის კანდიდატმა თქვა: ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ვიღაცამ ეგო ვერ დაძლია -

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი