გახარიამ გამოსვლა ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო და დაასრულა - რა ხდება პარლამენტში

გამოქვეყნდა:

ერთპარტიული პარლამენტში გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა დასრულდა, მან "ქართული ოცნების" დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა უკვე წარუდგინა და ამ წუთებში კითხვებს პასუხობს. გახარიამ გამოსვლა ოპოზიცაზე საუბრით დაიწყო და ამ თემითვე დაასრულა. 

მან აღნიშნა, რომ კომფორტული არაა, როცა მთავრობას ერთპარტიული პარლამენტი ამტკიცებს. ეს აზრი მინისტრებმაც გაიზიარეს.

"არის დისკომფორტი, არის უხერხულობა, რა თქმა უნდა, ამაში პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ოპოზიცია რომელიც ბოიკოტის გზას ადგას, დესტრუქციის გზას ადგას, უხერხულობას უნდა გრძნობდეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. იმ ამომრჩეველმა, ოპოზიციურად განწყობილმა მომრჩეველმა ვინც ოპოზიციურ პარტიებს ხმა მისცა, რა თქმა უნდა, ეს გააკეთა იმ მიზნით, რომ დღეს მეტად უფრო კრიტიკული დისკუსია და დებატები გვქონოდა.  ეს არის პირველ რიგში, იმ ოპოზიციური ძალების პასუხისმგებლობაა, ვინც ქუჩის ფორმა არჩიეს", - თქვა ნათია თურნავამ. 

გახარიას აზრით, პარლამენტში შესვლის საკითხზე ვიღაცას პასუხისმგებლობის აღების შეეშინა, ვიღაც ვერ გაერკვა, ვიღაცამ კი საკუთარი ეგო ვერ დაძლია.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი, არ არის კომფორტული და ჩვენ ვერც ვიგრძნობთ კომფორტულად თავს ამ სიტუაციაში, მაგრამ ეს არის ის მოცემულობა რომელიც შეიქმნა. ეს რელობა შეიქმნა არა ხელისუფლების გამო, არამედ სწორედ იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, რომელსაც ავლენენ ოპოზიციური პარტიები, ეს არ შეესაბამება ჩენს ევროპულ მისწრაფებებს", - თქვა დავით ზალკალიანმა. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ პარლამენტში არ შესვლა და ბოიკოტი არა მათი არჩევანი, არამედ არჩევნების გაყალბების შემდეგ პასუხია. 

გიორგი გახარიამ ოპოზიციას მოუწდა, რომ თუ არ ეხმარებიან, მაშინ ხელს მაინც ნუ შეუშლიან "მარტივი საკითხებით". 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი