
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი პრეზიდენტის ხმაურიან და ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო განცხადებას დღეს, პარლამენტში გამოეხმაურა, სადაც "ოცნება" მთავრობას ამტკიცებ.
ზალკალიანი ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადება არასწორად იყო გაგებული და ზურაბიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანს მხოლოდ მოლაპარაკებას სთავაზობდა
შეგახსენებთ უშიშროების საბჭოს ბოლო შეხვედრას, როცა იქიდან გამოსული ყველა ერთხმად ავღნიშნავდით, რომ ჩვენ თბილისს ვთავაზობდით ჩვენს პარტნიორებს, მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს პლატფორმად. იმისთვის, რომ მათ თბილისში ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომელიც ორი ქვეყნის წინაშე არის. სწორედ ეს ჰქონდა მას მხედველობაში. საქართველო მუდმივად იყოს ავანგარდში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. ეს იყო მისი იდეა - ამბობს ზალკალიან.
რაც შეეხება კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის შექმნის იდეას ზალკალიანის თქმით, რთულია გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ, ქვეყანასთან ვისაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული.
ცნობისთვის, 11 დეკემბერს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, თქმით, მან ბაქოში, კოლეგებთან განიხილა კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის პლატორმა, რომელიც მოიცავს რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანსა და სომხეთს.
მისი თქმით, პლატფორმა ყველასთვის მომგებიანი იქნება და ამ იდეით ვლადიმერ პუტინიც დაინტერესებულია.
"კავკასიური პლატფორმის" იდეას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა, რასაც მოჰყვა კრიტიკა ჯერ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩისგან, იან კელისგან, შემდეგ კი აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალისგან, ბენ ჰოჯესისგან მოჰყვა.