თქვენ თუ გგონიათ წინააღმდეგობას გააჩენთ ჩემსა და შს მინისტრს შორის, არ გამოგივათ - გახარია ჟურნალისტებს

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, ბადრი ესებუას საქმეზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დავალება მისცა - არ დაღვრილიყო სისხლი.

გომელაურმა განცხადება იმის თაობაზე, რომ სპეცოპერაციის დროს მხოლოდ თვითონ არ იღებდა გადაწყვეტილებებს, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა და ამით ერთგვარად პასუხისმგებლობა წარუმატებელ საპოლიციო მოქმედებაზე პრემიერსაც "გაუნაწილა"

აბსოლუტურად მართალს ამბობს ბატონი ვახტანგი ... იყო, რომ ჩვენი მოქალაქეების სისხლი არ დაიღვაროს, რა თქმა უნდა ეს არის ჩემი მოვალეობა, ისევე როგორც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, ნებისმიერ შემთხვევაში სასჯელის გარდაუვალობა იყოს აღსრულებული და მერწმუნეთ, რომ შინგან საქმეთა სამინისტრო ამ დავალებას შეასრულებს.

თქვენ თუ გგონიათ, რომ მსგავსი საკითხებით, რაღაც წინააღმდეგობას გააჩენთ, ჩემსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის, რასაც ცდილობთ აშკარად, არ გამოგდით.

ჩემი დავალება იყო აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმური, რომ ჩვენი მოქალაქეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო, ამასთან ერთად, რომ სასჯელის გარდაუვალობა უნდა დადგეს და დადგება ძალიან მალე"  – უპასუხა ჟურნალისტებს გახარიამ.

სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ - გომელაური ესებუაზე.

ესებუა ისევ გაიქცა - მორიგი წარუმატებელი სპეცოპერაციის დეტალები

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი