აფხაზეთის ცეკვისა და მუსიკის ანსამბლებმა სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით აქცია გამართეს აფხაზეთის ცეკვისა და მუსიკის სახელმწიფო ანსაბლის წევრებმა. მათი თქმით, არაეთი მოთხოვნის მიუხედავად მათ აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარისგან უარი მიიღეს. მიზეზად კი ბიუჯეტში თანხის არარსებობა დასახელდა. ანსამბლის წევრები აქციის გამართვას ისევ აპირებენ.

"ორი თვის ხელფასი არ გვერიცხება, ნოემბრის და დეკემბრის, გვითხრეს, რომ არ ჩაგვერიცხება, რადგან ანსამბლს ბიუჯეტში ფული არ აქვს, მოგეხსენებათ ძალიან რთულ მფომარეობაში ვართ, სამსახურიდან განთავისუფლებულები არ ვართ, რომ მოვითხოვოთ 300-ლარიანი დახმარება", - ამბობს მოცეკვავე, კახაბერ ვეკუა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განმარტებებს ამ საკითხზე სპეციალურმა განყოფილებებმა უნდა გააკეთო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი