ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება და ამ დროის მონაცემებით ჯამში 1 664 თავისუფალი საწოლია. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.
"რაც შეეხება საწოლების რაოდენობას და დატვირთვას, გარკვეული შემსუბუქება აქაც შეინიშნება, დილის მდგომარეობით კლინიკაში იყო 5 672 პაციენტი, მათ შორის 350 რეანიმაციაში რჩება, ინტენსიური თერაპირა კი 1 257 პაციენტს სჭირდება, გარკვეულად, თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით იზრდება, აჭარაში 400-ზე მეტი თავისუფალი საწოლია და შემთხვევების რაოდენობა 100-ზე ნაკლები იყო, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 1 664 თავისუფალი საწოლია, რაც ასევე, კარგი ნიშანია", - თქვა თამარ გაბუნიამ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 515 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.
შემთხვევების რეგიონალური განაწილება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.