დეზინფორმაცია ვრცელდება - გაბუნიას განმარტება სასუნთქი აპარატების შეძენაზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია სამინისტროს მიერ სასუნთქი აპარატების და არაინვაზიური სასუნთქი აპარატების შესახებ "მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტს პასუხობს და განმარტავს, რა ტიპის აპარატები რისთვის იყიდა კორონავირუსის ბრძოლისთის სახელმწიფომ.

"ძალიან ცუდია, რომ ასეთი დეზინფორმაცია ვრცელდება მედიაში ამ საშუალებებთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ძირითადი დამხმარე საშუალებები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებული პაციენტების სწორად მართვისთვის. ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიის პირველივე ეტაპზე შეიძინა სუნთქვის აპარატები, რომლებიც არის მაღალტექნოლოგიური აპარატები, მათი ღირებულება მერყეობს დაახლოებით 25-დან 27 ათას დოლარამდე, მაგრამ ეს არის სუნთქვის აპარატი, რომელიც სჭირდება იკუბაციის შემთხვევაში პაციენტს სჭირდება",  - თქვა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, ამ აპარატების გამოყენება ხშირად ხდებოდა დამხმარე საშუალებებისთვის, არაინვაზიური ვენტილაციისთვის და ამ პრობელმის გადასაჭრელად, რადგან პაციენტების რაოდენობა მზარდი იყო, ჯანდაცვის სმინისტრომ შეიძინა 3 სხვადასხვა ტიპის არაინვაზიური ვენტილაციის საშუალებები. 

"სამი სხვადასხვა ტიპის არაინვაზური ვენტილაციის საშუალებები შევიძინეთ, ეს არის ბიპაპის აპარატი, რომელიც წარსულში იყო გამოყენებული სუნთქვის აპნოის სამკურნალოდ, მაგრამ ეპიდემიის დაწყების შემდეგ ბევრი ქვეყანა მას იყენებს კოვიდის შემთხვევაში ჟანგბადის წნევით მიწოდების უზრუნველყოფისთვის, აპარატი რომელიც ჩვენიძინეთ გახლავთ აღიარებული აშშ-ს მიერ", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

გაბუნიას თქმით, მსგავსი 500 ცალი აპარატი შეიძინეს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით, 700-დან 800-დოლარამდეა. მისი განმარტებით, ასევე, შეიძინეს 50 მაღალი სიხშირით წნევის მიწოდების აპარატი და 300 კომბინირებული ბიპაპის და მაღალი სიხშირის მიწოდების აპარატები, რომელიც გერმანული წარმოებისაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი