დღეს, 25 დეკემბერს, ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს.
კორონავირუსის პანდემიის გამო წელს შობა განსხვავებულია თუმცა, შეზღუდვები საშობაოდ დროებით შემსუბუქდა.
აშშ–ში საშობაოდ გაიხსნა მაკდონალდსის, სტარბაქსის და დანკინ დონატსის რესტორნები.
დღეს ტაილანდში, ქალაქ ბანგკოკში სპეციალური აღჭურვილობით ეკლესიებს დეზინფექცია ჩაუტარდა.
თურქეთში, საშობაო წირვები, პირბადიანმა სასულიერო პირებმა ჩაატარეს.
ბალის კუნძულებზე, პირბადეებით ესწრებოდა საშობაო წირვას, მრევლიც.
წელს სიხარულით და ამაყად შეხვდა შობას ვიეტნამი – ქვეყანა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში ერთერთი ყველაზე წარმატებულია.
სოციალური დისტანციის დაცვით შეხვდნენ შობის ღამეს ქრისტიანები ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში.
საზეიმო მარშით შეხვდა შობას პალესტინაც – სადაც ლეგენდის თანახმად ქრისტე დაიბადა. მუსიკალურ ბენდთან მიახლობის უფლება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს შეეძლო.
ქრისტეს შობის ქალაქ ბეთლემს, ტრადიციულად შობას მილიონობით ადამიანი სტურმობს, თუმცა წელს მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო ქალაქი თითქმის ცარიელი იყო, ქუჩებს კი ეპიდემიოლოგები დეზინფექციას უკეთებდნენ,
უკრაინაში, ნაძვისხესთან საშობაოდ საციგურაო მოედანი მოეწყო.
აშშ–ში კოლორადოს ქალაქ დენვერში, საშობაო მსვლელობა მოეწყო სახელად "დავიპყროთ COVID-19"
მექსიკაში გვადალახარაში, სპეციალური საშობაო სოფელი მოეწყო, ოჯახებმა განათებების დასათვალიერებლად, გვიან ღამით, მანქანით გაისეირნეს.
ვენესუელელ ბავშვებს კარაკასის ქუჩებში სანტასთან საუბარი პირადად შეეძლოთ.
ჩეხეთის ნაციონალური ბალეტის გამართულ საშობაო სპექტაკლს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მაყურებელი ონლაინ დაესწრო.
პანდემიის გამო, 94 წლის დედოფალი ელიზაბეტი და 99 წლის პრინცი ფილიპი დღეს შობას მარტო აღნიშნავენ. ტრადიციულად კი, სამეფო ოჯახი შობას შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ხვდებოდა.
აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა, საშობადოდ სპეციალური მილოცვა გაავრცელეს. მილოცვაში ნათქვამია, რომ წელს შობა განსხვავებულად გამოიყურება, თუმცა შობის სიხარულის გაზიარება ოჯახთან ერთად ყველას შეუძლია.
დღეს შობა, კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ–სლოვაკეთის და აშშ–ის მართლმადიდებლურმა ეკლესიებმაც იზეიმეს.
მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილი, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, პოლონეთის და უკრაინის ეკლესია კი შობას 7 იანვარს იზეიმებს.
თუ რატომ ხდება შობის აღნიშვნა ორი განსხვავებული თარიღით საუბარი იყო ამ საკითხზე გადაცემაში “დღის სტუმარი”, რომელიც შეგიძლიათ, იხილეთ აქ.