ნიკოლ პაშინიანი 2021 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ პაშინიანი 2021 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისათვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ მან ინფორმაცია საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.

"მე პრემიერმინისტრის პოსტის დატოვება ხალხის გადაწყვეტილების შედეგად შემიძლია. ასევე, შემიძლია, გავაგრძელო სომხეთის რეპუბლიკის ხელმძღვანელობა, ხალხის ნდობის აღდგენის შემთხვევაში. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ერთადერთი გზა არსებობს - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. აქედან გამომდინარე, ვიწვევ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებს 2021 წლის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ კონსულტაციაზე", - წერს ნიკოლ პაშინიანი.

მისი თქმით, უკვე აშკარა გახდა, რომ ოპოზიციამ, მისი გადადგომის მოთხოვნით, ხალხის მხარდაჭერა ვერ შეინარჩუნა.

"ახლა უკვე აშკარაა, რომ ოპოზიციური პროცესი, პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით, ხალხის მხარდაჭერას არ იმსახურებდა. ოპოზიციას ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, შემოეკრიბა ხალხი თავისი მოთხოვნის გარშემო. ის ფლობდა უზარმაზარ ფინანსურ, მედიისა და ორგანიზაციულ შესაძლებლობებს, ჰქონდა ფართო შესაძლებლობები მიტინგებისა და საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის, მაგრამ არა მხოლოდ ხალხის მხარდაჭერა შეინარჩუნა, არამედ მისმა მხარდამჭერთა რაოდენობამ მინიმუმამდეც კი იკლო. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ძალაუფლება ძალის გამოყენებით შევინარჩუნეთ. პირიქით, ჩვენ მეტისმეტ სიმშვიდესაც კი გვედავებიან", - წერს ნიკოლ პაშინიანი.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ომის დასრულებას ხელი 10 ნოემბერს მოაწერა.

შეთანხმების მიხედვით, ფაშინიანიმა აზერბაიჯანს აღდამის, გაზახის, კელბაჯარის და ლაჩინის რაიონები დაუბრუნა.  სამაგიეროდ,  იტოვებს 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანს, რომლითაც სომხეთი შეინარჩუნებს მიმოსვლას მთიან ყარაბაღთან. ამასთან, ყარაბაღში რუსული "სამშვიდობო ძალები" შედვიდნენ. 

პაშინიანის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილებაა, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა, სომეხი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი გახდა. მისი გადადგომის მოთხოვნით ერევანში ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი