რითი გავითენოთ ახალი წელი? დავრჩით 20 თეთრის ამარა - გარემოვაჭრეები შეზღუდვებს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

გარემოვაჭრეები "თერგის" ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ თუ მათ ვაჭრობის განახლების უფლებას არ მისცემენ, ისინი ახალ წელს მშივრები შეხვდებიან. 

"ჩვენ რა ვქნათ, სად წავიდეთ, ვალით ვიყიდე 300 ლარის საქონელი და ის ვალი რითი გავისტუმრო, ახალი წელი რითი გავითენო? მოლებმა გაინაღდონ თავისი, გაყიდონ საქონელი, აიღონ მილიონები და ჩვენ დავრჩით 20-20 თეთრის ამარა", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

გარემოვაჭრეები ახალი წლის დადგომამდე 4 დღით ადრე მუშაობის უფლებას ითხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი