ვახტანგ გომელაურის აზრით, ქვეყანაში კრიმინალი შემცირებულია - რას პასუხობს მას ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

მკვლელობები, ძარცვა და სხვა მძიმე დანაშაულებები თითქმის ყოველდღიურობა გახდა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ პრობლემა უწყების უმოქმედობაში არაა და მედია მცირე ინციდენტებსაც აქტიურად აშუქებს. ვახტანგ გომელაურის აზრით, მედია ქმნის განცხადს, რომ ქვეყანაში კრიმინალი მომატებულია. 

ოპოზიცია კი ხელისუფლებას აკრიტიკებს და მინისტრს ურჩევს ისრები მედიისა და ოპონენტების ნაცვლად საკუთარ საქმიანობაზე გადაიტანოს. დავით კირკიტაძე

"ვხედავთ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალჩინოსნები გადასულები არიან ძალადობაზე და მათი მსხვერპლი ხდება საზოგადოების ნაწილი. ყველაფერმა იმან, რასაც ხელისუფლება უანასკნელი 8 წელი აკეთებდა, სამწუხაროდ, მიგვიყვანა ამ შედეგამდე. გამორიცხულია, რომ იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება გარიგებულია კრიმინალთან ჩვენ სასიკეთოდ შევცვალოთ მდგომარეობა", - ამბობს ენმ-ს წევრი, დავით კირტიკტაძე. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის აზრით, რელობა სხვაა და რამდენიც არ უნდა გვარწმუნოს ხელისუფლება, რომ სტატისტიკა მცირდება ხალხი ამას ხედავს. 

"გახსნის მაჩვენებელი ორჯერაა შემცირებული, ხოლო რეგისტრირებული დანაშაული ორჯერაა გახსნილი. სხვა მთავრობებს ხომ არ მოვიცავთ, ბოლო 4-5 წელს ვგულისხმობთ, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდშიც კი ორჯერაა გაუარესებული კრიმინალური სიტუაცია. რაზეა საუბარი, გუშინ ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პოლიციის უფროსის მოადგილემ მოკლა", - თქვა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ. 

აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ანგარიშის წარგდენისას ვახტანგ გომელურმა აღნიშნა, რომ ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, მაგრამ მისი მტკიცებით, ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. 

მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცრიდა 10%-ით, შემცირდა ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობის მცდელობა, თუმცა მოიმატა:

  • კიბერდანაშაულმა - 24%-ით
  • ოჯახში ძალადობა - 8,5%-ით
  • მკვლელობა - 11%-ით.
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი