"გირჩი - მეტი თავისუფლება" - ზურა ჯაფარიძემ ახალი "გირჩი" დააფუძნა

გამოქვეყნდა:

ზურა ჯაფარიძემ "ახალი გირჩი" დააფუძნა - პარტიის პირველი ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ პარტიის თავჯდომარე ზურა ჯაფარიძე იქნება, რომლის თქმითაც ორ გირჩს შორის იდეოლოგიური განსხვავებები არ არსებობს, თუმცა სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოსახლეობა დროთა განმავლობაში იხილავს. პარტიას "გირჩი - მეტი თავისუფლება" ერქმევა.

"შემდეგ არჩევნებზე მოგვიწევს ახალი ნომრის აღება, მაგრამ ეს არ იქნება მთავარი განმასხვავებელი. ზოგადად მგონია, რომ დროთა განმავლობაში გამოჩნდება განსხვავებები, ეს არის. სრული სახელწოდება იმათი არის "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი", ჩვენი "გირჩი - მეტი თავისუფლება", მაგრამ მოკლე სახელი მაინც გირჩი იქნება", - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, "გირჩი - მეტი თავისუფლების" დამაარსებელი.

ახალი, ძველის იდენტური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით ზურა ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. მისი თქმით, ახალ პარტიას ის ხალხი დააკომპლექტებს, ვინც გირჩი შექმნა მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილი დღემდე არაა. 

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პარტია "გირჩი" იყოფა. ამის შესახებ პარტიის წასულმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დაწერა და თქვა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას" აღარ აპირებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი