ბრიტანეთს ეშინია ამ ვარიანტის... ჩვენი რომელიმე მუშკეტერი გაუმკლავდება? - ექიმები ახალ შტამზე

გამოქვეყნდა:

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი განსაკუთრებული თავისებურებებით არ გამოირჩევა და თავიდან ასარიდებლად დადგენილი რეგულაციების დაცვაა საჭირო - პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება. 

  • "კლინიკური თვალსაზრისითა და დაავადების სიმძიმის მხრივ, მას განსაკუთრებული თავისებურებები ჯერჯერობით არ გამოუვლენია", - ამბობს კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ვახტანგ კალოიანი.
  • "ეს ვირუსი იგივე COVID-19-ია, ყველა ვირუსს ახასიათებს ევოლუცია, რომლის დროსაც ის გენომის ნაწილს იცვლის. ამას ჰქვია ახალი ვარიანტების აღმოჩენა. თუკი ბრიტანეთს ეშინია ამ ვარიანტის, რადგან გადატვირთავს მის ჯანდაცვის სისტემას, თქვენ იმედი გაქვთ, რომ ჩვენი რომელიმე ჰოსპიტალი ან მუშკეტერი მზად არის, გაუმკლავდეს ამ შტამის გავრცელებას?", - ამბობს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი, გიორგი ჩალაძე.

ახალი შტამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი და უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი პირველად ინგლისში აღმოაჩინეს, შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიცმოგვიანებით კი ევროპის 8 ქვეყანაში.

რა ვიცით COVID-19-ის ახალ ვარიანტზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი