კორონავირუსის ახალი შტამი იაპონიასა და კანადაშიც დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

ევროპის 8 ქვეყნის შემდეგ კორონავირუსის ახალი ვარიანტი იაპონიასა და კანადაშიც დაფიქსირდა.

შედეგად, იაპონიამ საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ორშაბათს ამოქმედდება და იანვრის ბოლომდე გასტანს. რაც შეეხება კანადას, საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა ფრენები ბრიტანეთიდან ქვეყანაში წინა კვირას შეწყდა. 

შეგახსენებთ, რომ VOC-202012/01-ით ინფიცირებული აღმოჩნდა ინგლისიდან საფრანგეთში ჩასული მოქალაქეც. 

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი და უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი პირველად ინგლისში აღმოაჩინესმოგვიანებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც.

  • რა ვიცით COVID-19-ის ახალ ვარიანტზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი