ბრიტანეთის შემდეგ, კორონავირუსის ახალი ვარიანტი საფრანგეთშიც გამოჩნდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევა, მსგავსად ბრიტანეთისა, საფრანგეთშიც დადასტურდა. ექსპერტების აზრით, შტამი 70%-ით უფრო გადამდებია.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, ინფიცირებული ლონდონიდან დაბრუნებული საფრანგეთის მოქალაქეა.

ცნობისთვის, საფრანგეთმა უკვე შეზღუდა ფრენები დიდი ბრიტანეთის მიმართულებით - ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად.

აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი და უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი პირველად ინგლისში აღმოაჩინეს; მოგვიანებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც.

  • რა ვიცით COVID-19-ის ახალ ვარიანტზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი