ექსპერტები და იპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს ხშირად აკეთებს, მათ შორის "კავკასიურ პლატფორმაზე", შესაძლოა არა უცოდინარობით, არამედ სპეციალური განზრახვითაა გამოწვეული.
"ერთიანი კავკასიური პლატფორმა, ეს არის აბსურდი, არ შეიძლება ოკუპანტ ქვეყანასთან და აშშ–სთან დაპირისპირებაში მყოფ ირანთან ერთად, შექმნა რაღაც ერთიანი პლატფორმა. ეს ქალბატონი გამოირჩევა ასეთი განცხადებებით, ხანდახან მგონია, რომ სპეციალურად აკეთებს, რომ ყურადღება მიიპყროს " , – ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე
"სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მემგონი აღარავის აღარ უკვირს, ყველა განცხადება, რომელსაც ის აკეთებს, არის არაადეკვატური და მავნებლური სახელმწიფოს ინტერესებიდან და მისი პოზიციიდან გამომდინარე. მე არ მგონია, რომ შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ ის, რასაც ზურაბიშვილი აკეთებს, ხშირად არ იცის, რას ამბობს, თუმცა ცალკეული გზავნილების თანმიმდევრობა, მაფიქრებინებს, რომ სულაც არ არის შემთხვევითობა" , – ამბობს ნინო ბურჯანაძე
ლელოში ამბობენ, რომ იან კელის განცხადება, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის შესახებ, ნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტების თქმითაც, იან კელის, გული შესტიკივა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, სალომე ზურაბიშვილი კი, ქვეყანას რთულ მდგომარეობაში აგდებს.
თავის მხრივ “ოცნებაში”, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ამართლებენ და ამბობენ, რომ საზოგადოება მის ნათქვამს, არასწორად იგებს.
"ხშირად ხდება, ხოლმე რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, კონკრეტულად ამ განცხადებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თავად შეგიძლიათ პრეზიდენტს დამატებითი განმარტება თხოვოთ" – ამბობს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი
იან კელი, ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან, ამ პროექტის მხარდაჭერა ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს- ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.