ომბუდსმენზე იერიშის მიტანა არ დარჩება შეუმჩნეველი საერთაშორისო პარტნიორებს - არასამთავრობოები

გამოქვეყნდა:

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი სახალხო დამცველს მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანას სახალხო დამცველი არ ჰყავს.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თეა წულუკიანის ეს განცხადება არის დამაზიანებელი, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენის აპარატი არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია, სადაც ბიძინა ივანიშვილი გავლენებს ვერ ფლობს. 

"მე მესმის, რომ შეიძლება ეს რაღაც გულდაწყვეტას, ან გარკვეულ გულისწყრომას იწვევდეს სახალხო დამცველის ან მისი აპარატის წარმომადგენლის არ ყოფნა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, თუმცა, ალბათ არსებობს შეფასების უკეთესი ფორმები.

ეს აზიანებს ზოგადად სახალხო დამცველის ინსტიტუტს მთლიანობაში, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ერთერთი მთავარი საყრდენია. ის ერთერთი მთავარი ინსტიტუტი, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს" - ამბობს საიას თავმჯდომარე, სულხან სალაძე 

"სამწუხაროდ ამ გუნდს დასჩემდა სახალხო დამცველის, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიმართ, იერიშის მიტანა. ეს არის ძალიან ცუდი და სახიფათო პრეცედენტი.  ასეთ ინსტიტუს, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია, რომელიც ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია ამ ქვეყანაში, დანარჩენი ყველა, ფაქტიურად, ბატონი ივანიშვილის გავლენების ქვეშ არის, მასზე ასეთი იერიშის მიტანა ნამდვილად არ დარჩება შეუმჩნეველი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან" - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი. 

წულუკიანის გამოსვლას სახალხო დამცველი დღეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს "პატიმრებზე მზრუნველი" უწოდა და მინისტრობის პერიოდი შეახსენა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" მორიგ მასშტაბურ ამინისტიას ამზადებს და ცნობილია "სისხლის სამართლის კოდექსის" ის კონკრეტული მუხლები, რომელსაც ის შეეხება. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყო. 

ამინისტია არ ეხება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი