პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია კითხვას მოლების და კომერციული ობიექტების მუშაობასთან დაკავშირებით 15 იანვირდან ხომ არ იქნება რამე შემსუბუქება, პასუხობს, რომ ბიზნესისთვის ეს პირველი თებერვლიდან განიხილება.
"რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ შედარებითი პროგრესი ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვაში იყოს მდგარდი, შესაძლებელია განხილული იყოს პირველი თებერვლიდან, უფრო ადრე, ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს", - თქვა გიორგი გახარიამ.
გახარიამ დღევანდელ, 29 დეკემბერის ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ არანაირი სრული ლოქდაუნი არ იგეგმება და გავრცელებული ინფორმაცია ჭორია.