მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია, მოგიწოდებთ, მარტივი სიმპტომების დროსაც გაიკეთოთ ტესტი - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ კორონავირუსის ტესტირებაზე მიმართვიანობა დაბალია და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მარტივი სიმპტომების დროსაც ტესტი გაიკეთონ. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

"მინდა იცოდეთ, რომ დღეს ქვეყანაში არის შესაძლებლობა, ყოველდღიურად ვაკეთოთ 20 ათასი ტესტი. მიუხედავად ამისა, მომართვიანობა საკმაოდ დაბალია და მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, მაქსიმალურად, ვისაც ამის არა მხოლოდ საჭიროება აქვს, ყველაზე მარტივი სიმპტომების პირობებში, უსიმპტომოდაც შეუძლია მივიდეს და ტესტი გაიკეთოს, იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ როგორც ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები, ასევე, მივეხმაროთ ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური აღდგენისთვის", - თქვა გიორგი გახარიამ. 

მან აღნიშნა, რომ უნდა გაიზარდოს პირბადის ტარება, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 638 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი