გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია ალეკო ელისაშვილს და მთელს ოპოზიციას სთავაზობს პარლამენტში შესვლას, იმ პირობით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში თუ "ქართული ოცნება" 48%-ზე დაბალ შედეგს მოიპოვებს, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზეც იქნება თანახმა. 

ალეკო ელისაშვილის თანაპარტიელი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ კონსულტაციები მხოლოდ გირჩთან აქვს და "ოცნებასთან" რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს უარყოფს. 

"არავისთან მოლაპარაკებები ცალკე ჩვენ არ გვაქვს. დამოუკიდებლად არავისთან გვქონია. თუ გადაწყვეტთ ვინმესთან საუბარს, ამას გავაკეთებთ საჯაროდ. მე ვთქვი, რომ გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვალ გირჩის ერთ ნაწილთან და შეეხება კონკრეტულ თემას. მათი ხედვაა, რომ ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს არჩევნები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისში უნდა იყოს 8-10 სამაჟორიტარო ოლქი. მგონია, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ უნდა დასრულდეს შეთანხმებით, რაც გულისხმობს ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლას", - თქვა იოსელიანმა.

მოლაპარაკებებს "ოცნებაშიც" უარყოფენ. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მას მხოლოდ ერთადერთი შეთავაზება აქვს ოპოზიციასთან - შევიდეს პარლამენტში.

"ეს არის ძალზედ მოკლევადიანი და მე ვერც დავარქმევ ამას კრიზისს, პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში შეზღუდული არ არის, დემოკრატიული პროცესი ვითარდება", - თქვა გიორგი გახარიას.

თავის მხრივ, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ რამდენიმე ადამიანის პარლამენტში შესვლა საპარლამენტო ორგანოს ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს. 

"ოცნების" ხერხი იგივეა, რაც აქამდე - ცდილობენ, პარლამენტს ჰქონდეს ლეგიტიმაცია. მინდა, შევახსენო ბატონ ალექსანდრეს და ყველას, ვინც ახლა მმართველ გუნდს დაფარულად ესაუბრება, რომ 2-3-4 ადამიანის შესვლა პარლამენტში "ოცნების" რიგების გაძლიერება იქნება და არა ოპოზიციის შესვლა", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ხატია დეკანოიძე.

თავად ალეკო ელისაშვილის კომენტარი საკითხზე ჯერ უცნობია.  

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი