ცნობილი ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პიერ კარდენმა საკუთარი მოდის სახლი 1950 წელს დააფუძნა - რამდენიმე წელში დიდი ბიზნეს იმპერია შექმნა და საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მოხვდა. ჰქონდა ცნობილი სათვალეების ბიზნესიც.
1960–70 წლებიდან მან მსოფლიოს თავი მოდის ახალი ხედვით დაამახსოვრა: "მოდა არ არის საკმარისი, მე არ მინდა მერქვას მხოლოდ დიზაინერი" – ეს პიერ კარდენის სიტყვებია, ადამიანის, რომელიც ცნობილ პოლიტიკოსებსა და მსახიობებს აცვამდა.
საფრანგეთის ხელოვნების აკადემიამ, კარდენის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა.
კარდენი პარიზთან ახლოს, საავადმყოფოში დღეს, 29 დეკემბერს, გარდაიცვალა, ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.