უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს არ გვეჩქარა, თებერვალში ვუყრით კენჭს - კობახიძე ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭს თებერვალში უყრიან. კობახიძის თქმით, უცხოელმა პარტნიორებმა ითხოვეს, რომ ამ საკითხზე არ ეჩქარათ:

ჩვენ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა. ეს თარიღი თებერვალში მოვა და დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი თებერვალში აუცილებლად ეყრება. ჩვენ შეგვიძლია კენჭისყრა იანვარშიც, მაგრამ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს ამის არგაკეთება და აღნიშნულ თხოვნას ვითვალისწინებთ" - ამბობს კობახიძე

შეგახსენებთ, 31 ოქტიმბრის არჩევნებს სრულიად ოპოზიცია გაყალბებულად თვლის. ჯერჯერობით პარლამენტი ერთპარტიულია.

მანდატებზე ოპოზიციურმა პარტიებმა უარი ოფიციალურად თქვეს.


 

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი