"ქართული ოცნების" დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე გამოდის ინიციატივით, რომ ოჯახში მოძალადეთა ნაწილს ამნისტია შეეხოს და ისინი გათავისუფლდნენ. ეს მოსაზრება მან პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა. დეპუტატმა სხდომაზე, ასევე, აღნიშნა, რომ "ამის ჩამდენი" - ანუ ოჯახში ძალადობის,უფრო ხშრიად კაცები არიან, რომელბსაც ის "ოჯახის უფროსებს" უწოდებს.
ხუნდაძეს ამ თემაზე პარლამენტში მედიასთან დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია, თუმცა მისი განმარტება სცადეს თანაგუნდელებმა.
"პრინციპული დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ასეთი დანაშაულების მიმართ, ვინაიდან ოჯახში დანაშაულში მსხვერპლ ადამაინებს სჭირდებათ დაცვა და უპირობოდ არ უთქვამს, თქვა, რომ თუკი დაზარალებული თანახმაა, აქაც მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრინციპულად წითელი ხაზრი, ამ კატეგორიის მუხლებს არ უნდა შეეხოს, თუმცა აზრს და იდეის არსებობას აქვს უფლება, რომ ჩვენ საკითხებზე ვიმსჯელოთ და ჯანსაღად გადავწყვიტოთ", - თქვა დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა.
რაც შეეხებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ქალთა უფლებებზე და ოჯახური ძალადობის მიმართულებით მუშაობენ ამბობენ, რომ ხუნდაძის ეს განცხადება მეტყველებს, რომ ამ ტიპის დანაშაულზე მას წარმოდგენა არ აქვს. მათთვის ასევე გაუგებარია, რატომ აკეთებს "ქართული ოცნების" დეპტუატი ისეთ სექსისტურ განცხადებებს, როგორიცაა "ოჯახში უფროსი" კაცია.
"თვითონვე ამბობს, რომ შეიძლება შემდეგ შური იძიონ ამ ადამიანებმა თანხმობის განცხადების გარეშე, საკუთარ განცხადებასაც ეწინააღმდეგება, ძალიან უცნაური განცხადებაა, იმაზე არაფერს აღარ ვამბობ, რომ ამ ადამიანებს ოჯახის უფროსებს ეძახის, რაც ასევე სექსისტური გამონათქვამია. ასევე, ძალიან მიკვირს, რომ ბატონ ხუნდაძეს ჰგონია, რომ ეს ოჯახები სასჯელის მოხდის შემდეგ ისევ ერთად და ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობენ, საიდან აქვს ამ კაცს ასეთი დაშვებები", - ამბობს "საფარის" წევრი, უფლებათადამცველი, ბაია პატარაია.
აქვე შეგახსენებთ, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ოჯახში ძალადობის დანაშაულმა 8,5%-ით მოიმატა, რასაც უწყება გაზრდილი მიმართვიანობით ხსნის. თუმცა პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნის ექსპრეტები საუბრობენ, რომ ასეთ პირობებში ოჯახში ძალადობის რისკი კიდევ უფრო იზრდება.