თუ ჩაირიცხა, ან უკან დავაბრუნებ, ან საგაზაფხულო აქციებისთვის გამოვიყენებთ - ბაჩუკი ქარდავა დეპუტატის ხელფასზე

გამოქვეყნდა:

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ედპ-ს ლიდერიც იგულისხმება იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც ხელფასის ჩარიცხვის მიზნით პარლამენტის აპარატს მიმართეს, თავად ბაჩუკი ქარდავა ეხმიანება და "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ თუ ხელფასი ჩაირიცხება, თანხას ან უკან დააბრუნებს, ან საგაზაფხულო აქციების დროს, ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენებს. 

მისივე თქმით, მას პირადად არ გაუგზავნია საბანკო რეკვიზხიტები, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის აპარატიდან ზარის შემდეგ რეკვიზიტები მისმა წარმომადგენელმა მიაწოდა, ამასთან, ედპ-ს ლიდერი ამბობს, რომ დეკლარაციის შევსების დროს საბანკო რეკვიზიტებიც მიუთითა, როგორც ამას კანონი მოითხოვს. 

"საბანკო რეკვიზიტებს რაც შეეხება, ტელეფონით საუბრისას, შესაძლოა, ჩემმა წარმომადგენელმა მიაწოდა და ეს მოხდებოდა იმ დროს, როცა მათ მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია, რაც ფოსტით გამოაგზავნეს, ჩემამდე არ მოვიდა, რადგან ფოსტაში დარჩა. ტელეფონით საუბრის დროს მათ დაზუსტება ითხოვეს რეკვიზიტების და, შესაძლოა, ჩემმა წარმომადგენელმა ჩააწერინა, მაგრამ არა მგონია, დარიცხული იყოს. შევამოწმებ და თუ დარიცხულია, ან უკან დავუბრუნებ, ან საგაზაფხულო აქციების დროს, ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად გამოვიყენებ", - განაცხადა ედპ-ს ლიდერმა და ბლოკის "გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას"  წარმომადგენელმა. 

ზოგიერთ ოპოზიციონერს შემოსვლა სურს, ანაზღაურებაზე განცხადება შემოიტანეს  - ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ მედიასთან გააკეთა და დაამატა, რომ დეპუტატებს აქვთ პარლამენტში შესვლის სურვილი და "ერთადერთი არის შანტაჟი და ბულგინი", რაც მათ აბრკოლებს. 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგი უგულავაც და განაცხადა, რომ დეპუტატების ნაწილი ნამდვილად აპირებს, ხელფასი გამოიყენოს უფლებამოსილების შეწყვეტამდე, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი