ასეთი ადამიანია, ასე ერთობა, ძაან მეცინება... - იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის მუქარაზე

გამოქვეყნდა:

"ასეთი ადამიანია, ასე ერთობა", - ასე უპასუხა "გირჩის" წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ "მთავარის" შეკითხვას იმის თაობაზე, რატომ იყენებს მსგავს ტერმინოლოგიას - იქეთ გადავუგრიხავთ ყველაფერს, არანაირი რესურსი არ აქვთ - ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან მიმართებაში.

"სასაცილოა, მეცინება, უბრალოდ... ეს შეიძლება ნეგატიურადაც გავიგოთ და პოზიტიურადაც და ზოგადად, ფორმაზეა ლაპარაკი, თორემ კაცს თავისი პარტია სხვაზე მაგარი ეგონოს, ეს ბუნებრივი იქნებოდა და თქვენც რომ გქონდეთ საკუთარი პარტია, თქვენც ასე იფიქრებდით, - უთხრა "მთავარ არხს" იაგო ხვიჩიამ. 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის კომენტარი ენმ-ევროპული საქართველოსთვის ხელების გადაგრეხაზე, პირადი შეტყობინების სახით დაეგზავნა როგორც ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე სხვა, საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებსა და მოქალაქეებს, რომლებიც არ მუშაობენ საჯარო დაწესებულებებში.  

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ეს დეტალი ტექნიკური ხარვეზი იყო, ოპოზიციამ კი კობახიძის მუქარის პასუხად განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ პოლიტიკური კრიზისის სიმძიმეზე, რომელშიც მმართველი პარტია იმყოფება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი