დღეს კომუნიკაციების კომისია "მთავარი არხის" წინააღმდეგ კობახიძის სარჩელის განხილვას იწყებს

გამოქვეყნდა:

დღეს, 31 დეკემბერს კომუნიკაციების კომისია "მთავარი არხის" წინააღმდე "ქართული ოცნების" ერთ ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის საჩივრის განხილვას იწყებს. ჯერ უცნობია სანქციის ოდენობაც, რომელიც შესაძლოა ტელეკომპანიას დაეკისროს. "მთავარი არხის" იურისტს, თამთა მურადაშვილს არ აქვს ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი.

"არ გვაქვს მოლოდინი, რომ რაიმე ფორმით შეეცდება რეალურად იმსჯელოს იმ კანონის ფარგლებში ამ კონკრეტული საქმის გარემოებებზე, თუ რატომ ვთქვით უარი უფასო პოლიტიკური რეკლამის დათმობაზე, რა სამართლებრივი საფუძვლები ჰქონდა და აწონოს და შეაფასოს კონსტიტუციურ და პარტიის უფლებას შორის რომლია გადაწონადი. კომისიის მხრიდან ამის მოლოდინი არ გვაქვს, მთავარია, მთავარი არხი დაისაჯოს დემონსტრაციულად, ეს არის დავალება", - ამბობს თამთა მურადაშვილი. 

სანქციის დაკისრების შემთხვევაში, "მთავარი არხის" იურისტის თქმით მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის იმედი არ აქვს, არხი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მიიღო გადაწყვეტილება  უფასო წინასაარჩევნო რეკლამაზე უარის თქმის შესახებ, რითაც მან პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და ყველა საარჩევნო სუბიექტს უთხრა უარი უფასო სარეკლამო დროზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი