შეთანხმებული სტრატეგია აქვთ, ველი, რომ დაგვაჯარიმებენ - მურადაშვილი მარეგულირებელზე

გამოქვეყნდა:

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დღეს, 31 დეკემბერს "მთავარი არხის" წინააღმდეგ "ქართული ოცების" ერთ ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის საჩივრის განხილვას იწყებს. სხდომა ცოტახანში დაიწყება. "მთავარი არხის" იურისტს, თამთა მურადაშვილს არ აქვს ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი.

"ველი იმას, რომ აუცილებლად დაგვაჯარიმებენ, კობახიძის მიერ გაკეთებლი განცხადებებიდან გამომდინარე ძალიან ნათლად იკვეთებოდა, რომ უკვე დალაგებული და შეთანხმებული აქვთ სტრატეგია. ჩემი მონაწილეობა სხდომაში უბრალოდ სპექტაკლი იქნება, ფარსი, მაგრამ საჭიროა მონაწილეობა იმისთვის, რომ თუნდაც დოკუმენტირებული იყოს ყველაფერი, რადგან მომავალში ეს ალბათ იქნება განსჯის საგანი", - ამბობს არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი. 

მისი თქმით, მომავალში "მთავარ არხზე" გაძლიერებულ წნეხს უნდა ველოდოთ.

სანქციის დაკისრების შემთხვევაში, "მთავარი არხის" იურისტის თქმით მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის იმედი არ აქვს, არხი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მიიღო გადაწყვეტილება  უფასო წინასაარჩევნო რეკლამაზე უარის თქმის შესახებ, რითაც მან პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და ყველა საარჩევნო სუბიექტს უთხრა უარი უფასო სარეკლამო დროზე. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი