ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი MF Doom 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. რეპერის ცოლი ადასტურებს, რომ მუსიკოსი 31 ოქტომბერს გარდაცივალა, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ ცნობილი ახლა გხადა.
ლონდონში დაბადებული მუსიკოსი, რომლის ნამდვილი სახელიც დენიელ დუილეა, ცნობილი იყო თავისი მკვეთრი, რთული რითმით და სასცენო ნიღაბით, რომელიც საჯაროდ არასდროს მოუხსნია.
"უკეთეს ქმარს, მამას, მასწავლებელს, მოსწავლეს, ბიზნესპარტნიორს, საყვარელსა და მეგობარს ვერც კი ვინატრებდი. გმადლობთ იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენს შვილებს და ჩვენს უჯახს უჩვენე, ასწავლე და მიეცი", - დაწერა ცოლმა.
მისმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს მისი გარდაცვალება ჟურნალ Rolling Stone- თან.
გარდაცვალების მიზეზი არ გახმაურებულა.