1 ინვარს ჩინეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღეს - 22

გამოქვეყნდა:

ჩინეთში კორონავირუსით დღეს 22 ადამიანი დაინფიცირდა, ახალი წლის პირველ დღეს 19 და არც ერთ დღეს პაციენტი არ გარდაცვლილა.

ქვეყანაში ამ დროისთვის აქტიური კოვიდშემთხვევების რაოდენობა მხოლოდ 383-ია, საიდანაც 10 პაციენტის მდგომარეობაა კრიტიკული. 

აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსი პირველად - 2019 წლის დეკემბერში - სწორედ ჩინეთიდან, უჰანის პროვინციიდან, გავრცელდა. ქვეყანაში ინფიცირების პიკი თებერვალი იყო, უკვე მარტიდან კი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღიურად 300-ზე მეტს არ აღემატებოდა.

გთავაზობთ Worldometers-ის გრაფიკს, რომელზეც ასახულია ჩინეთში კოვიდაქტიური შემთხვევების უცაბედი ზრდა, შემდეგ კი გრძელვადიანი კლება:

რაც შეეხება საქართველოს დღევანდელ კოვიდსტატისტიკას:

აქვე შეგიძლიათ იხილოთ შემაჯამებელი სტატია და გადაავლოთ თვალი, თუ რა გზა გაიარა საქართველომ და მსოფლიომ კორონავირუსთან ერთად 2020 წელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი