პარასკევს ავსტრალიამ გაიღვიძა ახალი წლით და ოდნავ შეცვლილი, მაგრამ მაინც ახალი ეროვნული ჰიმნით. 2021 წლიდან ქვეყანაში შეცვლილი ჰიმნს შეასრულებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა. სკოტ მორისონმა მიიღო, რათა ქვეყნის აბორიგენულ წასრულს და მოსახლეობას ხაზი გაუსვას. ამას პრემიერმა "ერთიანობის სულისკვეთების" ჩვენება უწოდა.
პარასკევს საღამოს მან განაცხადა, რომ ჰიმნის ტექსტში წინადადება "ჩვენ ვართ ახალგაზრდა და თავისუფალნი" შეიცვლება სიტყვებით - "ჩვენ ერთნი ვართ და თავისუფალნი".
მორისონმა აღნიშნა, რომ დროა დიდი ერთიანობა სრულად ასახულიყო ჰიმნში და რომ ავსტრალია ყველაზე წარმატებული მულტიკულტურული ერი იყო დედამიწაზე.
”მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალია, როგორც თანამედროვე ერი, შეიძლება შედარებით ახალგაზრდა იყოს, ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესია, ისევე როგორც მრავალი აბორიგენული, ადგილობრივი მკვიდრების ისტორიები, რომელთა მეურვეობასაც სამართლიანად ვაღიარებთ და პატივს ვცემთ”, - თქვა მორისონმა.
უიტმა, პირველმა ადგილობრივმა აბორიგენმა ავსტრალიელმა, რომელიც ფედერალური პარლამენტის ქვედა პალატაში აირჩიეს, ფაქტი შეაფასა, როგორც აღიარებად, რომ აბორიგენების და ოტრესის სრუტის კუნძულების კულტურები 65 000 წლით თარიღდება.
ცვლილება ორი თვის შემდეგ მოხდა, იმ ფაქტიდან, როცა აბორიგენებმა განაცხადეს, რომ ჰიმნი მათ და მათ ისტორიას არ ასახავდა.
Advance Australia Fair - ჰიმნი პიტერ დოდს მაკკორმიკიმ შექმან და ის პირველად 1878 წელს შესრულდა. ჰიმნად კომპოზიცია 1984 წელს დასახელდა.