BBC-ის ინფორმაციით, ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მსოფლიოში ყველა მეტი - 1 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე აიცრა.
ყოველ 100 ადამიანზე - ისრაელის შემთხვევაში - გაცემული ვაქცინის დოზა ახლა 11.55-ია, მას მოსდევს ბაჰრეინი 3.49-ით და დიდი ბრიტანეთი 1.47-ით.
ცნობისთვის, ისრაელში ვაქცინაცია 19 დეკემბერს დაიწყო - ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 000 ადამიანი იცრება; პირველ რიგში, მათ შორის არიან - 60 წელს გადაცილებულები, ჯანდაცვის სფეროში მომუშავეები და სხვადასხვა თანმდევი დაავადებების მქონე პირები.
შეგახსენებთ, რომ პირველი ადამიანი, ვინც ისრაელში აიცრა, პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გახდა.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ შემაჯამებელი სტატია და გადაავლოთ თვალი, თუ რა გზა გაიარა საქართველომ და მსოფლიომ კორონავირუსთან ერთად 2020 წელს.